ხულოში, ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო | არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყრული პროცესები განვითარდა და ერთ-ერთი სახლი წაიღო. სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 

როგორც გამოცემასთან სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ისინი 60 წლამდე ქალს საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათი თქმით, შემთხვევის დროს სახლში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კაცმა ზვავს გამოასწრო.

გამოცემასთან ხულოს მერია აცხადებს, რომ ამ დროისთვის სოფელთან დაკავშირებას ცდილობენ, რადგან გათიშულია ელექტროენერგია და დაზიანებულია მაგთიკომის სატელეფონო ქსელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი