უამინდობამ პრობლემები შექმნა შიდა ქართლში. ინტენსიური თოვის გამო, რეგიონის 100-ზე მეტ სოფელში ენერგომომარაგება იყო შეწყვეტილი. დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემა იყო ოთხივე მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, მისასვლელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შეფერხება მოხსნილია. რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები და მოტყდა ტოტები,შესაბამისი სამსახურები აღდგენით და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.