ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აჭარაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აჭარაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. როგორც მითხრეს, ორი ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ ოჯახებს. გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები და იმედია, წარმატებული იქნება“, – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ხულოში, ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სავარაუდოდ მეორე შემთხვევა, ქედაში მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი