დატბორილი სახლები და მიწის ნაკვეთები | შიდა ქართლში, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

გამოქვეყნდა:

უხვმა ნალექმა და უამინდობამ შიდა ქართლში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით ხაშურის მუნიციპალიტეტი დაზარალდა, სადაც სოფელ ხიდიყურში მდინარე ტილიანას ადიდების შედეგად, ელექტროსადგური მთლიანად წყალში დგას. დატბორილია სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. წყალი შევარდა მიწის ნაკვეთებში სოფელ გომსა და სატივეში.

მდინარე შოლას ადიდების გამო კი, რომელმაც სანიაღვრე არხები გადაავსო, პრობლემებია ქალაქ ხაშურშიც. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც წყალს დამატებით გზას აძლევენ. უამინდობის გამო დაზიანდა ელექტროსადენები და როგორც გორისა და ხაშურის გარკვეულ უბნებს, ისე რეგიონის 150-მდე სოფელს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ასევე, რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში ელექტროენერგიის არქონის გამო სასწავლო პროცესი ვერ განახლდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი