მილიონიანი ქონება და ₾90 000-ის სარემონტო მასალები | დეკლარაციის მიხედვით, ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს

გამოქვეყნდა:

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მრავალმილიონიანი ქონება -  საჯარო დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე სსიპის ხელმძღვანელმა გასული წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით 105 000 ლარი მიიღო. კიდევ 10 000 ლარამდე თანხა ფასიანი ქაღალდების გაყიდვით. თუმცა იმავე პერიოდში ლევან გამყრელიძემ 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა, კიდევ 90 000 ლარი კი სარემონტო დანახარჯებისთვის გაიღო. რამაც კითხვები გააჩინა ამ ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

გამყრელიძე შეკითხვებს არ პასუხობს. მან დღეს არც "მთავარი არხის" კამერასთან მოისურვა გამოჩენა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა. 

ლევან გამყრელიძე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დანიშვნამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო და მაშინ მის სახელზე მხოლოდ 1 უძრავი ქონება იძებნებოდა. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი