გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა და პრობლემები მაგისტრალებზე | სტიქიური უბედურება დასავლეთ საქართველოში

გამოქვეყნდა:

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თითქმის 24 საათია, სამაშველო სამსახური მძიმე ტექნიკით და მოსახლეობა საკუთარი ძალებით დიდთოვლობასთან გამკლავებას ცდილობს. უხვი ნალექის გარდა ზოგიერთ რეგიონში გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან. დასავლელთ საქართველოში მცხოვრები ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ჩამოწოლილი მეწყერისა და ზვავის გამო რამდენიმე დასახლება სრულად მოწყვეტილია გარესამყაროს, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია მაგისტრალებზე. სამაშველო ჯგუფების ინტენსიური მუშაობის მიუხედავად ვითარების დარეგულირებას ისევ უამინდობა უშლის ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი