"მეწყრის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ" | რკინიგზის განცხადება

გამოქვეყნდა:

"მეწყრის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ" - განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს: 

"ძვირფასო მგზავრებო! უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე." - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი