მოუწესრიგებელი სველი წერტილები და ონკანები,რომელშიც წყალი უკვე დიდი ხანია აღარ მოდის. ასეთი მდგომარეობაა საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეებმა რეგულაციები თვითონ უნდა დაიცვან.
თბილისის 217- ე საჯარო სკოლის დამლაგებელი "მთავარს" უყვება, რომ ბოლო რამდენიმე წელია ამ სკოლაში მუშაობს და მას არ ახსოვს ბოლოს,როდის ჰქონდა სკოლას სასმელი წყალი.
რამდენიმე კვირის წინ კი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყეს,თუმცა მუშები შიშობენ,რომ სასწავლო წელის 217-სკოლაში 17 სექტემბერს არ აღდგება, დამლაგებლის თქმით სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ სკოლაში სადეზინფექციო საშუალებები არავის შემოუტანია.
მსგავსი მდგომარეობაა თბილისის 215-ე სკოლაშიც,სადაც წყალს ბიდონებით აგროვებდნენ და საპირფარეშოებს ასე აწესრიგებდნენ, თუმცა ახლა სარემონტო სამუშაოების გამო სკოლაში ჯერ კიდევ არ არის ოთახი სადაც სველი წერტილები შეიძლება,რომ განთავსდეს.
მძიმე მდგომარეობაა რეგიონებშიც. განსაკუთრებით,ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუჭირდებათ, სადაც მთელი ქალაქის მაშტაბით ყველაზე მეტი ბავშვი სწავლობს.
როგორ დაიცავენ თავს კოვიდინფექციისგან რეგიონების იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც არც წყალია და შესაბამისად, არც მოწესრიგებული საპირფარეშო, ამ კითხვაზე განათლების უწყებას პასუხი ჯერ არ აქვს.
პრემიერს იმედი აქვს, რომ სველი წერტილების პრობლემა ყველა საჯარო სკოლაში მოწესრიგებულია, სადეზინფექციო საშუალებებიც უკვე მიაწოდეს. გიორგი გახარია პირობას დებს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სასწავლო წელი არ გადაიდება.
ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას ბრალს დებენ, რომ კოვიდპანდემიის გათვალისწინებით სასკოლო ინფრასტრუქტურაზე არავინ იზრუნა. შესაბამისად, მათი შეფასებით ეს რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალობაა და ის რეალურად ფურცელზე დარჩება. გარდა ამისა, ახალი წესების დაცვის შემთხვევაში პედაგოგებს შრომა გაუორმაგდებათ, ანაზღაურება იგივე დარჩებათ და მოსწავლეებიც საჭირო შედეგს ვერ მიიღებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ომბუდსმენის წარმომადგენლები ფიქრობენ,რომ ვითარება,რომელიც სკოლებში ამჟამად არის დიდი ხანია, განათლების სამინისტომ იცის,თუმცა უწყებას ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.
ფაქტობრივად ხელისუფლებამ მთელი პასუხისმგებლობა მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციაზე გადაანაწილა, მშობლების ნაწილი ფიქრობს,რომ მოსწავლეები ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ შეძლებენ,რადგან ამის შესაძლებლობა სკოლის შენობებში არ არის.
ახლა საქართველოს მასშტაბით 2084 სკოლა ახალ რეკომენდაციებზე მორგებას ცდილობს. ამბობენ, რომ ერთ თვეში სისტემის მთლიანად შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მოთხოვნის გათვალისწინება მოუწევთ და მოუწევთ შექმნან უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით სინამდვილეში მხოლოდ ილუზია იქნება.