მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში: ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის მამას და მის 3 არასრულწლოვან შვილს

გამოქვეყნდა:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, [11:00 საათის მონაცემებით] ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ეძებენ 5 ადამიანს, მათ შორის მამას და მის არასრულწლოვან შვილებს.

"წუხელ ერთი [ადამიანი] ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი,15-16 წლამდე", - ამბობს ადგილობრივი "მთავართან".

სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები "მთავართან" ყვება, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია:

"ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რომ უჭირდა, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან", - ამბობს ადგილობრივი.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი