
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე სამ მოქალაქეს შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა Ajaratimes ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული.