
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში ზვავი ჩამოწვა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ზვავმა მოგლიჯა ხეები. ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები.
თვითმხილველების თქმით, თოვლისა და მიწის მასა მთიდან საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ჩამოვიდა.
მოქალაქეები მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ იტყობინებიან სოფელ დიდაჭარადანაც. არსებული ინფორმაციით, მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად ჩახერგილია მთავარი გზა, რომლითაც ღორჯომის ხეობის სოფლები სარგებლობენ.