ტრაგედია ასურეთთან | დაღუპულთა შორისაა მფრინავი რევაზ უთურგაური და პოლონელი მფრინავი კრიშტოფ ზაპარტი

გამოქვეყნდა:

საჰაერო ბურთი, რომელიც ასურეთთან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა, ფოთიდან დედოფლისწყაროში მიფრინავდა.

შედეგად საფრენ აპარატში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. საჰაერო ბურთში პოლონელ მფრინავთან, კრიშტოფ ზაპარტთან ერთად იმყოფებოდნენ მფრინავი რევაზ უთურგაური და ტელეკომპანია იმედის ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საქართველოს გარშემო რეკორდული სისწრაფის ფრენას იღებდა.

საჰაერო ბურთი გამთენიისას ფოთის სტადიონიდან აფრინდა. სავარაუდოდ ძლიერი ქარის გამო ბურთმა ფრენის მარშრუტი შეიცვალა, რადგან იმ რუკის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელში რამაზ უთურგაურმა გაავრცელა, წესით ასურეთის ტერიტორია არ უნდა გადაეფრინათ. 

რამაზ უთურგაურმა სარეკორდო ფრენის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო საკუთარ სოციალურ ქსელში ტრაგედიამდე 2 დღით ადრე გაავრცელა.

უბედური შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი