ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეექვსე ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს სამი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება, ცნობილია, რომ მათ შორის ორი არასრულწლოვანია, ერთი კი ასაკოვანი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს.

მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები, - წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი