დაღუპული ტელეოპერატორი და ორი მფრინავი - საბედისწერო ფრენა, რომელიც რეკორდის დამყარებით უნდა დასრულებულიყო | შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

შემზარავი საჰაერო კატასტროფა ასურეთთან. ფრენა, რომლის მიზანიც რეკორდის დამყარება იყო, სამი ადამიანის დაღუპვით დასრულდა. აეროსტატი, რომლითაც ქართველი და პოლონელი მფრინავები, რევაზ უთრუგაული და კრისტოფ ზაპარტი, და ტელეკომპანია იმედის ოპერატორი, ჩვენი კოლეგა მიშო ბიძინაშვილი მიფრინავდნენ - მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. ადგილზე მისულ მაშველებს სამივე მამაკაცი დაღუპული დახვდათ.

კადრები, რომლებიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა ადგილობრივების მიერ არის გადაღებული და საჰაერო ბურთის ფრენის ბოლო წამებს ასახავს. ექსპერტები ამ კადრებზე დაყრდნობით სავარაუდოდ შეძლებენ ავარიის მიზეზების ახსნას. აეროსტატი ფოთიდან დედოფლისწყაროსკენ მიემართებოდა და ამ ფრენით საქართველოში ყველაზე ვრცელი გადაფრენის რეკორდი უნდა დაემყარებინა. 

ცნობილი ხდება, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი