"მთავარი არხის" ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ტყუპი დების დაღუპვა დადასტურდა - მაშველებმა ორი ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ამ დროისთვის ისინი ერთ დაკარგულს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყერს 8 ადამიანი ემსხვერპლა.