"ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა" | რკინიგზა

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიანდაგები გაწმენდილია და სამგზავრო მიმოსვლა 8 თებერვლის დილიდან განახლდება.

"ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა", - წერს რკინიგზა.

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა უამინდობის და სტიქიის გამო 6 თებერვლის საღამოს შეფერხდა, რის შემდეგაც არაერთი რეისი გაუქმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი