
"მერისი, სოფელი გარეტყე... ასეთი სიტუაციაა ჩემი სახლის გარშემო, 18 მეწყრული კერაა", - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი როინ თურმანიძე და მეწყერსაშიში ზონიდან ფოტოებს აქვეყნებს.
"მერისი, სოფელი გარეტყე, ასეთი სიტუაციაა ჩემი სახლის გარშემო და მთლიანობაში გარეტყის ამ პატარა სოფელში 18 მეწყრული კერაა", - წერს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, რასაც 8 ადგილობრივი ემსხვერპლა. კიდევ ერთ დაკარგულ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ თაგოშიც. ხაშურში კი მდინარე შოლა ადიდდა. დასავლეთ საქართველოში მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევდა.