გამოწვევად რჩება ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება | კვლევა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე

გამოქვეყნდა:

რთული მედიაგარემო და მტრული დამოკიდებულება კრიტიკული მედიის მიმართ - ასე აფასებენ მკვლევარები საქართველოში არსებულ ვითარებას. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და "მედიის განვითარების ფონდის" საერთო კვლევაში  ქვეყანაში არსებული მედიაგარემო და მედიის დაფინანსებაა გაანალიზებული. 

მკვლევარების აზრით გამოწვევად რჩება ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.  განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ კრიტიკული მედიაა. 

კვლევაში ნიკა გვარამიას დაკავებაც მოხვდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.

"მედიამენეჯერების და მფლობელების დაპატიმრება არის მაინც უკიდურესი ზომა და იმედი მაქვს, რომ ერთი შემთხვევით შემოიფარგლება, მაგრამ მედიის მდგომარეობას  ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად აუარესებს ის, რომ მედიაბაზარი პრაქტიკულად გამოშიგნა ხელისუფლებამ და ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს ამ მიმართულებით. უნდა გვესმოდეს, რომ მათ ტელევიზიებს ფული კი სჭირდებათ, მაგრამ მათ ალტერნატიული შემოსავლის წყაროები აქვთ და სხვათა შორის, შავი ფულიც, მათ შორის. კრიტიკულ მედიებს ამის ფუფუნება არ აქვთ ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ მედიაბაზარზე, რომელსაც შეგნებულად ანგრევს ხელისუფლება" ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი