სტიქიის ახალი კერა | მეწყერი ქვიშხეთშიც გააქტიურდა, მიმდინარეობს ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს სურამიდან და ქვიშხეთიდან, სადაც დასახლებულ პუნქტებში მიწის მასა ჩამოწვა. მეწყრული პროცესები შიდა ქართლში დილიდან გააქტიურდა. 

ქვიშხეთში მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, განსაკუთრებულად სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა 2 ოჯახი. დაზიანდა სახლები, დაშავებული არავინაა. სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას გეოლოგები დაიწყებენ და სწორედ მათი დასკვნაის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან თუ არა ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ ადგილებს.

გაცილებით რთული მდგომარეობაა სურამში, სადაც მეწყრული პროცესები გასულ ღამეს, ზინდისის დასახლებაში განვითარდა. ამ დროისათვის 40 ოჯახია ევაკუირებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობები.

ადგლზე უკვე მუშაობენ გეოლოგები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი