
სასამართლო კლანი, რუსული კანონი და ძალადობა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა შეფასებული.
ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნით, გასულ წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასევე გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობაც. რუსული კანონი კი, რომელიც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციასა და გაჩუმებას ისახავდა მიზნად, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენდა ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალურ გარანტიებზე. გამოწვევად რჩება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობაც რაც გასულ წელს კიდევ უფრო გაუარესდა.