ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა. შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მოხდა. ისინი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ცოლ-ქმარს სახლში კუსტარულად, ხელით დამზადებული ღუმელი ჰქონდათ. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია გაზის გაჟონვა. 

მათ სახლში ახლობლებმა მიაკითხეს, მას შემდეგ, რაც წყვილმა კარი არ გააღო, კარი შეამტვრიეს და ცოლ-ქმარი დაღუპული დახვდათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი