
მეწყრული ზონა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი "მთავარ არხთან" ამბობენ, მეწყრული ზონები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც "ახალი რკინიგზის მშენებლობა" მიმდინარეობს.
მათივე თქმით, ჩამოშლილია მთის ნაწილი, "წვიმის დროს სიტუაცია უმართავი ხდება და საფრთხე ექმნება მთის ძირში მცხოვრებ მოსახლეობას".
ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ "ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია, თუმცა არ გადაუდგამთ არცერთი ქმედითი ნაბიჯი".