კიდევ ერთი სოფელი ტრაგედიის მოლოდინში. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველფერსათში მეწყრულმა პროცესებმა სახნავ-სათესი მიწები გაანადგურა. საცხოვრებელი სახლები კი სიცოცხლისთვის საშიში გახადა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათივე თქმით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ, შესაძლებელია, ტრაგედია ნებისმიერ დროს დატრიალდეს.
"სად მაქვს წასასვლელი, რომ მქონდეს ეგრე ვისწვალებდი? არაფერი არ შემიძლია, ძაან ცუდ მდგომარეობაში ვართ. დანგრეული მაქვს სახლი. 74-ე წელში ვარ, ავაშენე, ვიწვალე და დაინგრა. მიწაა ჩამოშლილი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.