რამდენიმედღიანი უამინდობისა და ნალექის შემდეგ საქართველოს რეგიონებში კვლავ პრობლემური ვითარებაა. იმერეთის და ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები და წყალდიდობები ყოველდღიურ ფაქტებად იქცა. სოფლებში ხალხი მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობს და საცხოვრებელი პირობებიც მუდმივად უარესდება. გარდა მეწყერის საფრთხისა რამდენიმე დასახლებაში წყალი სახლებში შევარდა, მოსახლეობას არ მიეწოდება არც სასმელი წყალი და არც ელექტროენერგია. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე