
პროტესტი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ - ბაკურციხე-წნორის მიმართულებით დაწყებული ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ.
საპროტესტო აქცია 40-მდე პირმა გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გამართა. დასაქმებულების თქმით, კომპანია უკვე 3 თვეა ათიათასობით დაგროვილი ლარის დავალიანებას არ ისტუმრებს. აქციის მონაწილეები პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიმართავენ:
"არის ჩინური კომპანია, რომელიც აკეთებს ამ წნორი-ბაკურციხის მონაკვეთს. 3 თვის განმავლობაში დაგროვდა თანხა, ჩვენი ხელფასი, რომელიც არ აგვიღია. ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ხელფასს. საქართველოში, რომ შემოდის ასეთი კომპანიები უნდა იყოს რაღაც ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამას გააკონტროლებს. რა მოხდა, სად მიდის ფული, რაში იხარჯება, როგორ იხაჯება, ამას ხომ კონტროლი უნდა,"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
რატომ არ უხდიან დასაქმებულებს ხელფასს, უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ია გულიაშვილი