უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 37 წლის ზურაბ წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში, გოჩა ჟვანია კი სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ წიკლაური და ჟვანია უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ.
"ქართული ლეგიონის" მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში. ამავე წლიდან ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 58 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ავტორი: ია გულიაშვილი