ბაღდათის მუნიციპალიტეტში გლოვაა. სტიქიის შედეგად დაღუპულები ახლობლებმა ცოტახნის წინ უკანასკნელ გზაზე გააცილეს. დედა-შვილი შურა და ზოია რობაქიძეები სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ჭირისუფლებს დღეს პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტთან ერთად მიუსამძიმრა.
ირაკლი კობახიძე უშუალოდ სტიქიის ზონაშიც იმყოფებოდა და ადგილზე ვითარებას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვანებიც.