ნერგეეთის ტრაგედია | რამდენიმე წუთში შეწყვეტილი 9 სიცოცხლე

გამოქვეყნდა:

ღამის პირველი საათი და 46 წუთი -   სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე და მომავალი ჩაიტანა.  ბაღდათის ამ სოფელში, რომ ცხოვრება საშიში იყო ეს სახელმწიფომ იცოდა.  გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენში წერია, რომ 2023 წლისთვის ბაღდათის სოფლებში მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. პოტენციურ სტიქიის ზონად კი  სოფელი ნერგეეთიცაა დასახელებული. კითხვები ბევრია, პასუხები კი არცერთი. ფაქტია რომ პრევენციისთვის არაფერი მოიმოქმედეს და არც ადგილობრივები გააფრთხილეს რომ სოფელი „წითელ ზონაში“ ექცეოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია იმერეთის რეგიონის კიდევ 6 სოფელში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი,  შუბანი და ზეგანი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი