იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ - სწორედ ეს 3 ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სასკოლო პროგრამაშია შეტანილი და საქართველოში საჯარო სკოლებში ისწავლება. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ამ ნაწილიდან საზეპიროებიც ალბათ ყველას დღემდე გვახსოვს. ბოლო დღეებში კი უფრო მეტად დავფიქრდით და გავიხსნეთ, რადგან ქვეყანაში საკითხზე - რა დრო უნდა ეთმობოდეს ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის სწავლას სკოლებში - დისკუსია გაიხსნა. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები რომ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან საერთოდ ამოღებული იყოს, ამას ცალსახად არავინ ითხოვს. დებატებია იმაზეა - რა მასშტაბით უნდა ისწავლებოდეს ის და რამდენად აუცილებელია ადაპტირებული ტექსტებისა და გამარტივებული შინაარსის მიწოდება მოსწავლეებისთვის.