უკვე მეორედ, რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

უკვე მეორედ, ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. ინფორმაცია ფირცხალავამ თავადვე გაავრცელა და აღნიშნა, რომ 10 თებერვალს მისი მონაწილეობით კიშინიოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართებოდა. 

როგორც მედია წერს, ფირცხალავა ქვეყანაში არშეშვებას პოლიტიკას უკავშირებს და პრეზიდენტ მაია სანდუს ადანაშაულებს. ფირცხალავა სასამართლოში ჩივილს აპირებს. 

შეგახსენებთ, ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში გასული წლის დეკემბერშიც არ შეუშვეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი