
დაბა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, 3-სართულიან სასტუმროში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ.
როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.