ბაღდათში გლოვის დღეები - სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრს, 14 წლის ტყუპ დებს, 16 წლის ძმასა და მამას საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. ცხედრები ბაღდათის საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. მუნიციპალიტეტში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ოჯახიდან მხოლოდ დედა დარჩა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა და სამშობლოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვანებიც.