ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრი - ტყუპი დები, ძმა და მამა საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ცხედრები დილიდან ბაღდათის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ოჯახიდან დარჩა მხოლოდ დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა და სამშობლოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვანებიც.