"შუქი არ არის, ინტერნეტი არ არის, რამე რომ გაგვიჭირდეს, სასწრაფოც ვერ ამოვა..." | საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან - მეჯვრისხევში, ქეცხურას დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც მავთულხლართებთან ყველაზე ახლოს არიან, ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიის გარეშე უწევთ ცხოვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კვირაში დენი, სულ მცირე, 3-ჯერ მაინც ითიშება.

"ჩვენ ვდგავართ უდიდესი პრობლემის წინაშე, ელექტროგამტარებით არის ძველი ხაზი, რომელიც ოდესღაც ფაბრიკას ეკუთვნოდა, გაიძარცვა 90-იან წლებში და 90-იანი წლების შემდეგ კვირაში 3-ჯერ მაინც შუქი არა გვაქვს. გვყავს შვილები, გვყავს შვილიშვილები მშივრები, ტიტვლები, მე-5 საუკუნის დონეზე ვცხოვრობთ. აი, ხელმოწერა მოსახლეობისა, რამდენჯერ შევაგროვეთ. გორის "ენერგო-პრომ" კატეგორიული უარი გვითხრა, ჩვენ არ გვეკუთვნისო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ადგილობრივები "მთავარ არხთან" სხვა პრობლემებზეც საუბრობენ, რომელთა წინაშეც ისინი ხელისუფლებამ მარტო დატოვა და დახმარებას ითხოვენ.

"შუქი არ არის, ინტერნეტი არ არის, ტელეფონი არ არის. რო რამე გაგვიჭირდეს სასწრაფოც ვერ ამოვა...სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, მერამდენე საუკუნეში ვცხოვრობთ. ხალხი არა ვართ?," - ამბობს მეჯვრისხევის კიდევ ერთი მკვიდრი.

ცნობისთვის, ჩვენ დაუკავშირდით "ენერგო-პრო ჯორჯიასაც," სადაც ამბობენ, რომ 1-კილომეტრიანი ხაზი მოძვალებულია და ახალი ხაზის გაყვანას ორშაბათიდან დაიწყებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი