აქცია ლანჩხუთში | სოფელ ქვემო აკეთის მოსახლეობა კარიერებიდან ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

აქცია ლანჩხუთში. სოფელ ქვემო აკეთის მოსახლეობა მდინარე სუფსის სანაპიროსთან მოქმედ ქვიშა ხრეშის კარიერთან შეიკრიბა. ისინი მის დახურვას ითხოვენ და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ინერტული მასალის მოპოვება უკანონოდ ხდება. მათივე თქმით, ამის გამო, სოფლებში დაშრა არტეზიული ჭები, გამოშრა ნიადაგი და მოსახლეობა ერთწლოვანი კულტურებიდან მოსავალს ვერ იღებს, დაწყებულია მეწყრული პროცესები.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

"ტერიტორია, რომელიც სოფლის განკარგულებაში იყო და  სხვა საძოვარი სოფელს არ ჰქონდა, გარკვეული მიზეზების გამო შეცვალეს  და აღარ არის საძოვარი, დაარქვეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ამის შემდეგაა შემოსული [კომპანია] და როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ტერიტორიას როგორ მოუხსნეს  საძოვრის სტატუსი და რატომ გადაარქვეს სახელი არ ვიცით... მდინარის ნაპირები მოგლიჯა  10 მეტრზე.. საყანე ფართობი გაუქმდა" - ამბობს აქციის მონაწილე.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი