დაანონსებული აქციის ფონზე, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსეთის გვარდიასთან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს

გამოქვეყნდა:

დაანონსებული საპროტესტო აქციის ფონზე, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ 
გადაწყვიტა, არ მოაწეროს ხელი რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან ხელშეკრულებას, რომელიც ოპოზიციისა და მოსახლეობის მწვავე პროტესტის მიზეზად იქცა.

საოკუპაციო რეჟიმის  ე.წ. შს მინისტრი, მისივე წინა განცხადებებისგან განსხვავებით ამბობს, რომ არ აპირებენ ნაციონალური ინტერესებისა და საკუთარი მოქალაქეების საზიანო ნაბიჯები გადადგან.

სწორედ ამ განცხადებით დასტურდება, რომ  აფხაზეთის ე.წ. შსს-სა და როსგვარდიასთან შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოსკოვს შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტში ნათქვამი იყო, რომ თანამშრომლობა უნდა განხორციელებულიყო დაინტერესებული მხარის  ან იმ მხარის ინიციატივით, რომელიც ვარაუდობს, რომ ასეთი დახმარებით დაინტერესებულია მეორე მხარე - სწორედ ეს ჩანაწერი აფხაზეთში ყველზე დიდ საფრთხედ მიიჩნიეს. 

შეგახსენებთ, რომ  როსგვარდია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ბაზაზე დაფუძნებული დანაყოფია, რომელიც პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი სანდო დასაყრდენია და  უკრაინის ომშიც მონაწილეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი