პოლიტიზებული მართლმსაჯულების მსხვერპლი | გიორგი გოგოტიშვილის უსამართლო პატიმრობის ისტორია

გამოქვეყნდა:

ადამიანი, რომელიც კლასიკური გაგებით გახდა პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების მსხვერპლი. გიორგი გოგოტიშვილი 2020 წლის არჩევნების წინ სამართლადამცველებმა ნარკოტიკის, დანისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრლადებით დააკავეს. მაშინ ის ამტკიცებდა, რომ დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, რადგან გოგოტიშვილმა უარი თქვა, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში დახმარებოდა. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე რადიკალურად შეცვალა და მას 9 წელი მიუსაჯა. ამ დროს კი გოგოტიშვილი ევროპაში იმყოფებოდა, სადაც მისი მამა მძიმე სენს ებრძვის. პოლიტიკური განაჩენის შემდეგ ლეგალურად საფრანგეთში წასული გოგოტიშვილი თავისი ნებით საქართველოში დაბრუნდა, სადაც პოლიციელები მას უკვე აეროპორტშივე ელოდებოდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი