
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია გვირაბის გავლით.
შეგახსენებთ, რომ გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა, სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, რამდენიმე საათით იყო ჩაკეტილი.