"მოსახლეობა ითხოვს მოხდეს სოფლის და ზოგადად, მაღალმთიანი აჭარის შესწავლა" | მეწყერსაშიში კერები ხულოში

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას ხულოში, სხალთის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა და ჩაიკეტა გზები. ხეობის სოფლებში მეწყრული კერები გაჩნდა. ყველაზე რთული მდგომარეობაა სოფელ წაბლანში.

მოსახლეობა გახშირებულ მეწყრულ პროცესებს მაღალმთაიან აჭარაში ჰესების მშენებლობას უკავშირებს და საშიში ზონების შესწავლას ითხოვს.

"დიდაჭარას ჰესთან არსებულ ტერიტორიაზეც იყო სტიქია, ასევე სხალთაშიც და მოსახლეობას აქვს კითხვები რამდენად არის კავშირში აშენებულ ჰესებთან, რომლებიც 2010 წლის შემდეგ აშენდა. ადგილობრივი მთავრობა იყო მოსული, მოხდა ზედაპირული დათვალიერება და არანაირი საფუძვლიანი შესწავლა. მოსახლეობა მოითხოვს მოხდეს დროულად მთელი სოფლის და ზოგადად მაღალმთიანი აჭარის შესწავლა, რადგან შემდგომში მოხდეს ყოველგვარი საფრთხის თავიდან აცილება", - ამბობს ხულოს საკრებულოს წევრმა პარტია "ლელოდან", ბესიკ შაინიძემ.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ მყისიერად მოხდა ყველა დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლა გეოლოგების მიერ, რომელთა დასკვნის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი