
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა.
"მთავარი არხის" აჭარის ბიუროს კორესპონდენტი მომხდარის დეტალებს არკვევს.
ცნობისთვის, აღნიშნული ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა "სანდასუფთავების სამსახურის" ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე