ახალი მეწყერსაშიში კერები მაღალმთიან აჭარაში | მოსახლეობა რთულ ვითარებაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სხალთის ხეობა საფრთხეშია. მაღალთმთიან აჭარაში ახალი მეწყერსაშიში კერები გაჩნდა. განსაკუთრებით რთულია ვითარება ხულოს რაიონის რამდენიმე სოფელში, რომელიც მოსახლეობის ნაწილმა უკვე დატოვა. ისინი, ვისაც მაღალი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება, დახმარებას ითხოვენ. მდგომარეობა კი უკიდურესაც სახიფათოა, განმეორებითმა მეწყერმა ახალი კერები წარმოქმნა. დაბზარულია სახლები, ნაპრალებია გაჩენილი პირდაპირ ეზოებში და ჩახერგილია გზები. ხელისუფლებას კი ამ დრომდე არ აქვს სტრატეგია, როგორ გაუმკლავდეს სტიქიის შედეგებს და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი საფრთხეები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი