
"გადავარჩინოთ ბახმარო!" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე "ორბი ჯგუფი" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
"ორბი ჯგუფმა" მრავალფუნქციურ კომპლექსში, აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო.
"ბახმარო საქართველოს ერთ-ერთ უნიკალური კურორტია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ჯერ კიდევ შემორჩენილი ავთენტური იერსახითა და ლანდშაფტით.
დღეს რეალური საფრთხის წინაშე დადგა კურორტის უნიკალურობა – დეველოპერული კომპანია ,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 14501 კვ.მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს. ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად", - წერია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმომწერები მიმართავენ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, რომ: