სამზე მეტ შინაურ ცხოველზე შეზღუდვა არ იმოქმედებს მათზე, ვინც თავშესაფრიდან აიყვანს, ან მიიკედლებს | ბითაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაია ბითაძის ავტორობით დაინიცირდა. 

ბითაძემ დღეს განმარტა ის ცვლილებები, რომლებსაც საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს და განაცხადა, რომ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცებს.

"დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, მას შემდგომ რაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. აიკრძალება სამზე მეტი ძაღლის ყოლა საკუთრებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი აიყვანს თავშესაფრიდან, ან მიიკედლებს ცხოველს, ამ შემთხვევაში ეს შეზღუდვა მათთვის აღარ იარსებებს" ამბობს ბითაძე.

მისივე თქმით, ეტაპობრივად გამოიყოფა 80 მილიონამდე იმისთვის, რომ შეიქმნას ინეტრმუნიციპალური თავშესაფრები.

კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და არ არის გამორიცხული ცვლილებები კიდევ შევიდეს. მას შემდეგ კი რაც საგაზაფხულო სესიაზე დოკუმენტს მიიღებენ, კანონის ნაწილი მაშინვე ამოქმედდება, ნაწილი კი 2025 წლიდან.

პროექტის მიხედვით, ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლისთვის შესაძლოა მეზობლების თანხმობა გახდეს საჭირო.  უმრავლესობის თანხმობის გარეშე მეპატრონე  300 ლარით დაჯარიმდება. შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.  

ცხოველის შეყვანა აიკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში და საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. იკრძალება ცხოველის მიტოვება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი