საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში | აზარაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.

უწყების განმარტებით, ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი