ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს, მგზავრებს ბორტის დატოვება მოსთხოვეს | "რადიო თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების"  ინფორმაციით, ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა.

ამავე რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი