რუსეთმა აფხაზურ ბატალიონ "პიატნაშკას" მეთაურის წინააღმდეგ საქმე აღძრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზური ბატალიონი "პიატნაშკას" მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა ომის დროს და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

ინტერნაციონალური ბრიგადა "პიატნაშკა" შეიქმნა 2014 წლის ივნისში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ, როდესაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა. ახრა ავიძბა, ზედმეტსახელად "აფხაზი", რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა 2021 წლის იანვარში გამოაცხადა, ამ ქვედანაყოფის დამფუძნებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი