საცობების ქალაქად ქცეული თბილისი ყველაზე მასშტაბური კოლაფსის ზღვარზეა. დედაქალაქის მერი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქუჩების სრულ პარალიზებას გამოიწვევს. გმირთა მოედანზე დიდი სამუშაოები იწყება, რომელმაც პროექტის თანახმად მოძრაობის განტვირთვა უნდა უზრუნველყოს, თუმცა ექპერტების შეფასებით რეალურად კალაძის გეგმა კიდევ უფრო გაართულებს მძიმე მდგომარეობას. ერთი შეხედვით ხალხზე ორიენტირებული პროექტის მიღმა მკვლევარებმა მარტივად ამოიკითხეს ოლიგაქრის ინტერესები. დედაქალაქის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაცია სწორედ ლაგუნა ვერეზე ცათამბჯენების მშენებლობას უკავშირდება.