"ყველას პირობას ვაძლევ, რომ ჩემი ძმა თავის სიმართლეს დაამტკიცებს..." | თორნიკე მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

გამოქვეყნდა:

"ყველას პირობას ვაძლევ, რომ ჩემი ძმა თავის სიმართლეს დაამტკიცებს...", - ამის შესახებ დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე "მთავარ არხთან" საუბრობს. 

"დღეს გამოუშვეს. დამირეკა ჩემმა ძმამ თავად საპყრობილიდან და მითხრა, რომ თავისუფალი არის დეტალები რის საფუძველზეა გათავისუფლებული, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ეს კითხვა მეორეხარისხოვანი იყო რადგანაც 7 წელი უკვე ველოდები ჩემი ძმის გათავისუფლებას. აქედან 5 წელი პარალიზებულ მდგომარეობაში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გათავისუფლება, რაც გავიგე ძალიან გამიხარდა, მაგრამ საფუძველი რის საფუძველზე გაათავისუფლეს ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ უდოთია გათავისუფლებული, რადგანაც უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება შეტანილი და დიდი ალბათობით უდოთი არის გათავისუფლებული...

...ეს წერილი [შორენა თეთრუაშვილის წერილი] მე თვითონ გამოვიტანე მე მქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, ეს ორი წლის წინანდელი წერილია, დღეს და გუშინდელი არ არის. მაშინაც მზაობა იყო, ყველა მხრიდან იყო მზაობა, მაგრამ ახლა ამ წუთას მთავარი ის არის, რომ ის არის თავისუფალი და აუცილებლად ყველას პირობას ვაძლევ, რომ ჩემი ძმა თავის სიმართლეს დაამტკიცებს...

ბრძოლა არასდროს არ გაჩერებულა, ბრძოლა მიმდინარეობს დღემდე. დღემდე მიმდინარეობს სტრასბურგის სასამართლოში რაღაც ეტაპები, აქედან გამომდინარე ბრძოლა არასდროს გაგვიჩერებია და პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ... ორი წელი ჰქონდა დარჩენილი, ცხრა წელი ჰქონდა მისჯილი აქედან შვიდი წელი მოიხადა და კიდევ ორი წელი ჰქონდა დარჩენილი", - ამბობს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იყო - პატიმრობის 7 წლის თავზე, 10 თებერვალს, "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ციანიდის საქმეს თავდაყირა აყენებს. დოკუმენტი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი "დაზარალებული," შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზის პატიმრობა პროკურატურამ შინაპატიმრობით შეეცვალა. 

დეკანოზის ოჯახმა მაშინ თქვა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია. 

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი