"მოხარული ვარ, რომ შემიძლია მოგესალმოთ" | ჰერჩინსკი მარნეულში ადგილობრივ ხელისუფლებას და "წითელი ხიდის" წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"მოხარული ვარ, რომ შემიძლია მოგესალმოთ მარნეულიდან", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მარნეულში განაცხადა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მან პირადად მოისმინა, რა საჭიროებების წინაშე დგანან დღეს ისინი და რას ფიქრობენ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე.

"მოხარული ვარ, რომ შემიძლია მოგესალმოთ მარნეულიდან. ეს არის ჩემი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი კულტურული მრავალფეროვნებით. შევხვდი ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. ასევე გვქონდა შეხვედრა "წითელ ხიდთან", ორგანიზაციასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა კულტურული წიაღიდან წამოსული ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ერთად მუშაობენ, რათა ააშენონ ხიდები სხვადასხვა თემებს შორის," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი