თავისუფლება 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ | "მთავარის" ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემდეგ, მღვდელმთავრები გვიან ღამით საპატრიარქოში შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებული უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს. ციხიდან მოულოდნელად გათავისუფლებული მამა გიორგი მამალაძე საჯაროდ აცხადებს, რომ საუკუნის სკანდალად მონათლულ საქმეში დამნაშავე არ არის. დეკანოზი და მისი ოჯახის წევრები მხოლოდ მიანიშნებენ იმ პირთა წრეზე, რომელმაც რეალურად დაგეგმა და განახორციელა დანაშული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე - როგორც ეს საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი. 

საპატრიარქოში კი აშკარად დაბნეულობაა. უფრო მეტიც - მღვდელმთავრები, დეკანოზის გათავისუფლების შემდეგ შუაღამისას საგანგებოდ შეიკრიბნენ. მოქმედების რა სტრატეგია დაიგეგმა საპატრიარქოში ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს დილიდან ეპისკოპოსები ფრთხილად და რბილად საუბრობენ საქმეზე, რომელშიც ფაქტობრივად მთავარი გავლენიანი პირები იყვნენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი